კრიმინალი

სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

Nusagi

სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ოკუპირებულმა ცხინვალმა ერგნეთის ე.წ. საზღვარზე ქართულ მხარეს უკვე გადმოსცეს. ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.

უცნობია რა პირობებით მოხდა მათი გათავისუფლება და გადაიხადა თუ არა ქართულმა მხარემ ე.წ. ჯარიმა, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებისგან ითხოვს ხოლმე.

ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, ყაზიევი, რომელიც წარმოშობით სოფელ აძვიდან არის, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს სოფელში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად ჩამოვიდა და მამაკაცების აყვანაც, სწორედ საფლავებზე გასვლისას მოხდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: