H&M ქეით მიდლტონის საქორწილო კაბის ასლს გამოუშვებს

მომავალ პატარძლებს საშუალება მიეცათ, გაიმეორონ პრინც უილიამოს მეუღლის, ქეით მიდლტონის ლეგენდარული იმიჯი. ამის შესახებ ჟურნალი ELLE წერს.

რამდენიმე დღის წინ, H&M-მა დააანონსა Alexander McQueen-ის ლეგენდარული კაბის ასლის გამოშვება.

სამეფო ექსპერტის, ქეითი ნიკოლის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრინც უილიამის მეუღლის საქორწილო კაბა 150 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 211 ათასი დოლარი) დაჯდა. თავის მხრივ, H&M-ის კაბა სულ რაღაც 299 დოლარი ეღირება. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოპულარულ ბრენდსა და ორიგინალ ვერსიებს შორის რამდენიმე განსხვავება დააფიქსირეს- მას არ აქვს შელეიფი, მაქმანი უფრო მსხვილად მოხატულია და წელზე ბაფთი აქვს.

Facebook Comments

ახალი დადებული