ნინია კაკაბაძემ შორენა ბეგაშვილის და პატრიარქის შეხვედრის ფოტო გააშარჟა

მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა,-წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული წევრი ნინია კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ფოტოშოფით დამზადებულ სურათს აქვეყნებს.

ფოტოზე, რომელიც მსახიობ შორენა ბეგაშვილის პატრიარქთან შეხვედრას ასახავს, შორენას ადგილზე ნინიას თავია ჩასმული, უკან კი გაღიმებული გოგი გვახარია ზის.

რამდენად არის ზნეობასთან ახლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ეს საქციელი, საზოგადოების გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი პატრიარქს მაშინ შეხვდა, როცა მისი შვილი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა. ფოტოც სწორედ მაშინ არის გადაღებული.

Facebook Comments

ახალი დადებული