ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა. ორთაჭალაში გაზგასამართსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა “პინეოში” გადაიყვანეს.

შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზგასამართი სადგური. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მეორე ავტომობილს შეეჯახა და სადგურზე შევარდა. შემთხვევას აფეთქება არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments

ახალი დადებული