სოციალური ქსელები და მედია

ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი მომხდარში უცხოელებს ადანაშაულებს

Nusagi

ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, გუშინ მომხდარი ინციდენტი უცხოელების პროვოცირებული იყო. მისი თქმით, ბავშვებს სტადიონზე თამაში უნდოდათ, უცხოეთის მოქალაქეები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

„ბავშვებს უნდოდათ თამაში სტადიონზე. მთელი დღე თამაშობდნენ უცხოეთის მოქალაქეები და არ უშვებდნენ ბავშვებს. ერთმა თავშიც წამოარტყა. ამის შემდეგ მეზობლები მივიდნენ და მოთამაშეებმა აგრესია დაიწყეს, ხელი კრეს მეზობელს“, – განაცხადა მზია ბექაურმა პირველ არხთან საუბრისას.

ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის მტკიცებით, პოლიცია თავად გამოიძახეს, რადგან აგრესიულად უცხოეთის მოქალაქეები იქცეოდნენ. „დღე და ღამე აქ არიან. პატარა ბავშვებს საერთოდ არ ათამაშებენ. ერთი სიტყვა არ გვითქვამს არასოდეს. ითამაშონ ერთი, ორი, რამდენიმე საათი, მაგრამ 196 ოჯახი ცხოვრობს აქ. რამდენი პატარა ბავშვია. უყურებენ ამათ და ვერ თამაშობენ. შევიდნენ ბავშვები და ამათმა წამოარტყეს თავში, მეზობელი ცემეს შემდეგ. დაისაკუთრეს სტადიონი. დისკრიმინაცია არაფერ შუაშია. აქ ირანელები, ინდუსები, ყველა ცხოვრობს. პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ, ყველას აქეთ გვაგინებდნენ“, – განაცხადა რეზო მიქაუტაძემ.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ნიგერიის მოქალაქეები.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: