ბოლო დროს ბევრი ე.წ. ფეიკი თუ რეალური ბლოგერი დადგა “იუმორის” ხასიათზე

,,ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრი ე.წ. ფეიკი თუ რეალური ბლოგერი დადგა “იუმორის” ხასიათზე. ავრცელებენ სტატუსებს, რომლებიც აგებულია ფანტაზიაზე, ტყუილზე. მოგვიანებით, ეს ილუზია გამოცხადებულია “იუმორად”. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს: კოლეგებო, ვიდრე ამ ტიპის კომენტარს გადაიტანთ სააგენტოს გვერდზე, გადაამოწმეთ, რას ავრცელებთ.

აიღეთ ტელეფონი და დააზუსტეთ კომენტარის სისწორე. მეორე- თავის დროზე (და ახლაც ასეა) დეზინფორმაციის გავრცელება ერქვა იმას, რაც დღეს ფასდება, როგორც “იუმორისტული პოსტი”.

“მხიარული ბლოგერების” მხრიდან დეზინფორმაციის, მკითხველის შეცდომაში შეყვანის, რეალური ფაქტის დამახინჯების და გავრცელების მცდელობა,- ეს არის საზოგადოების დაცინვა და უპატივცემულობა. ჟურნალისტიკამ პასუხი უნდა გასცეს ამ ტენდენციას.” – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული