Uncategorized

გორში პოლიციასთან დაპირისპირების გამო 9 პირი დააკავეს

Nusagi

პოლიციასთან დაპირისპირების გამო გორში წუხელ 9 პირი დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლებმა ისინი სადგურის დასახლებაში დააკავეს. მიზეზი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გახდა.

სამართალდამცველებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს სკვერის დატოვება მოსთხოვეს, სადაც ისინი ქეიფობდნენ, რასაც ახალგაზრდების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

6 დაკავებულს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარუდგენენ. სამი ახალგაზრდის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლს გამოიყენებენ. ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: