ახალი დამატებული

ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს

Nusagi

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თავის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც შეაფასა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი, როდესაც საქმე ეხებოდა კვოტის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის დამტკიცებას.

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედევან ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები.

„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. ჩვენ არ გაქვს პრობლემები. საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, მცირე ინცინდენტები პრობლემას ზოგადად ვერ შექმნის. ჩვენთან პროცესები სწორადაა დაგეგმილი, არის კონკრეტული წრე ადამიანების, რომლებიც განიხილავენ საკითხებს, მათ შორის, ეს არის მაგალითად, გარკვეული ფორმატი, რომელიც გვაქვს უმრავლესობაში, სადაც წარმოდგენილი არიან სპიკერატის წარმომადგენლები, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელები, ფრაქციების თავმჯდომარეები, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ლიდერი. არის სხვადასხვა ფორმატი, სადაც განიხილება საკითხები და სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ დისკუსიის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ჩვენ მთავარია განვიხილოთ პრინციპები და მე დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი დეპუტატები მომავალში ამ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: