სოციალური ქსელები და მედია

ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცის ცხოვრება-“დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ”

Nusagi

გთავაზობთ ნაწყვეტს ,,კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებულ მამაკაცს ეხება.

,,მოსაცდელში, სავარძელში ჭაღარა მამაკაცი შევნიშნე. უცნაურია, 71 წლის მოხუცი თავის სახელსა და გვარს არ მეუბნება, მაგრამ მთხოვს, ფოტო გადამიღეთო. თოჯინების თეატრში უმუშავია კომენდანტად. სწორედ მაშინ გავიცანი ლეილა აბაშიძე, უიმედოდ შემიყვარდა და ცოლის მოყვანა აზრადაც აღარ მომსვლიაო, – მეუბნება…

– ყველაზე ძველი “კათარზისელი” ვარ. 23 წელია, ყოველდღე აქ დავდივარ, ეს არის ჩემი სახლი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან. გამსახურდიას დროს ბინა დამეწვა, 12 წელი სასტუმრო “საქართველოში” ვცხოვრობდი. 20 წლის ვიყავი, ლეილა აბაშიძე რომ გავიცანი. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული, – მეუბნება და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, – მე, რეზო ჩხეიძე და ლეილა ვართ… ქალბატონ ლეილას ეს ფოტო, აბა, როგორ ემახსოვრება, მე კი ყოველთვის გულისჯიბით დავატარებ… დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ. შინაც სულ მისი ფოტოები მაქვს გაკრული… ყველა სპექტაკლზე ვარდები მიმქონდა… ცოტა ხნის წინ სოციალური აგენტი იყო მოსული და როდესაც ლეილას ამდენი ფოტო ნახა, ჩაიცინა, ამის შემხედვარე უცოლოდ დარჩებოდი აბა რაო!.

წყარო-ambebi.ge

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: