Uncategorized

მამუკა მდინარაზე-აბსოლიტურად არასწორი განცხადება გააკეთა გედევან ფოფხაძემ

Nusagi

გედევან ფოფხაძის გუნდში დაბრუნების საკითხი მხოლოდ გარკვეული პირობებით განიხილება -ამის შესახებ განცხადებებს მმართველი ქართული ოცნების წევრები აკეთებენ.

,,იქნება გარკვეულ პირობებზე საუბარი. სასაუბრო ექნება თავად გედევანსაც იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და არასწორი განცხადებები გააკეთა მარტივ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ სხვანაირად წარმოჩინდა. შესაბამისად მოვლენების შემდეგომი განვითარება ამ საუბრების შემდეგ იქნება ცნობილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე არ ელოდება რომ მსგავსი არგუმენტების გამო გედევან ფოფხაძისნაირი გადაწყვეტილება მიიღოს.

“საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მან თანაგუნდელებს. გედევან ფოფხაძემ ისეთი რამე თქვა, რასაც მისი თანაგუნდელები არ იმსახურებდნენ. გუნდში დაბრუნების პერსპექტივა არის, თუმცა იქნება გარკვეული პირობები, რასაც ახლა ვერ გეტყვით”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

5 აპრილს გედევან ფოფხაძე უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მისულა.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა  გახდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: