ნიუ-იორკში ავარიის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

აშშ-ში ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ესტაკადას შეეჯახა. შედეგად 40-ზე მეტი ადამიანუ დაშავდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

შემთხვევა ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე მოხდა. ავტობუსში 16-დან 18 წლამდე ასაკის 38 მოსწავლე, 5 თანმხლები პირი და მძღოლი იმყოფებოდნენ.

მედიის ცნობით, ბავშვები ევროპული ტურნედან ბრუნდებოდნენ და ავტობუსს ისინი აეროპორტიდან მოჰყავდა.

Facebook Comments

ახალი დადებული