კრიმინალი

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ

Nusagi

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიჭვინთაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, ინკითის ტბის სანაპიროზე განთავსებულ საცხენოსნო სპორტულ კომპლექსში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრებ ასტამურ გვაზავასა და ბიჭვინთის მკვიდრ ანრი ხარაზიას შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შედეგად, ხარაზიამ ცივი იარაღით დაჭრა ასტამურ გვაზავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ანრი ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,457 ნახვა
%d bloggers like this: