ახალი დამატებული

პრემიერი,მსახიობ ლეილა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მსახიობ ლეილა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში. მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია”,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

პრემიერი ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

ლეილა აბაშიძე 89 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა.

ლეგანდარული ქართველი მსახიობი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების შეფასებით, მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: