ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა

 

,,იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, რომ ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო. ხუთი წელი აქ ვიყავი და მეგონა, რაღაცაზე პოზიტიური გავლენა შემეძლო. თუ ამას ვეღარ ვხედავ, საუბარი ჩემზე აღარ არის. საუბარია იმაზე, ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები რას გვთავაზობენ, ვისთან ერთადაც ბრძოლა გამოვიარე. ამ ადამიანებთან მორალური ვალდებულებები მაქვს და უნდა გავერკვეთ იმაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით მიდის და როგორ მიდის. თუ დავინახავ, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხების მიღების თეორიული შანსი მაინც არის, მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციაში ვიყო, თორემ, მგონია, რომ უმრავლესობის წევრობა ამ ეტაპზე არაფერს მაძლევს“, – დასძინა  ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე მასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ. ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა. სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

5 აპრილს გედევან ფოფხაძე უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მისულა.

Facebook Comments

ახალი დადებული