ვინც ნახეთ ვიდეო და მასზე ჩემი კომენტარი, იცოდეთ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი

,,მეგობრებო! ვინც ნახეთ დღევანდელი ვიდეო და მასზე ჩემი კომენტარი მინდა იცოდეთ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი:

ჩემი აზრით ქართველი ხალხის ნაწილი და თან საკმაოდ დიდი, მარტივად ექცევა ისეთი ნაციონალისტური აზრების ქვეშ რომლებიც შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქვეყნისთვის ვიდრე სიკეთის.

ჩემი აზრით რუსული სპეც სამსახურები ამ მეთოდს იყენებენ საბჭოთა კავშირის დროიდან ხალხის ერთმანეთზე გადასაკიდებლად და “დაშალე და იბატონეს” პრინციპით მარტივად ასრულებდნენ თავიანთ მისიას. დღევანდელი ჩემი კომენტარი ემსახურებოდა იმას რომ სანამ რაიმე პოსტს, ჩავეჭიდებით, გადაუმოწმებლად დავაშეარებთ და არგუმენტად გამოვიყენებთ, იქნებ დავფიქრდეთ რამდენად სიმართლეა.

იქნებ იქ ისეთი რამ წერია რისი მოსმენაც გვინდა და ამიტომ უფრო გვჯერა. უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინო: ჩემი დღეს დაწერილი პოსტი არის მთლიანად სიცრუე და სატირა, ტროლინგი, იმ სავარაუდო “გაპრავებებისა” რაც ჩემი დახმარების გარეშეც აუცილებლად გაჩნდებოდა. ასე რომ სანამ “ზანგს” (ფერადკანიანს) მოედნიდან გავაგდებთ, იქნებ კარგად დავფიქრდეთ ჩვენი მომავლისთვის ეს კარგია თუ ცუდი.

….და თქვენ,  ვინც გგონიათ რომ ჩემი პოსტის გამო კამათში წააგეთ, ასე მარტივად “ცრუ” პოსტით თუ იგებენ ნაციონალისტები დებატებს, მაშინ კამათს ჩანასახშივე აზრი არ აქვს.

ახლა კი შეგიძლიათ ისევ ეს პოსტი გამოიყენოთ მათთან საკამათოდ”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ლუკა შონია.

 

Facebook Comments

ახალი დადებული