ივდით კუხიანიძე -,,აღსდგა” თუ ,,აღდგა”?

,,აღსდგა” თუ ” აღდგა” ?
როგორც ცნობილია, გრამატიკა ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგია, ანუ ენის შემსწავლელი მეცნიერების ერთი ნაწილი, რომელიც სამეტყველო ენაში მომხდარ ფონეტიკურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ პროცესებს შეისწავლის.
სათაურშივე დასმულ კითხვაზე, ” აღსდგა” უფრო მართებული ფორმაა თუ ” აღდგა” , მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
რა შინაარსი ძევს ზმნა  ,,აღდგაში”?

”აღდგა” არის ძველქართული ფორმა თანამედროვე ”ადგასი”, ანუ ”აღ” ზმინსწინი ძველია, რომლის ახლანდელი ვარიანტი არის ” ა” და ნიშნავს იმას , რომ ზმნით გამოხატული მოქმედება ქვემოდან ზემოთ მიიმართება, არის ერთპირიანი , ეხება ერთ პირს, მესამეს ( ადგა- ის )და ამიტომ ირიბი ობიექტის ნიშანი ” ს” საჭირო არ არის . მაგალითად, ” ადგა ის სკამიდან”… საწოლიდან …იატაკიდან …და ა. შ.

ასე რომ, მეცნიერულად , ანუ გრამატიკულად, ” აღდგა” არის სწორი ფორმა.
თუ ამ უდიდეს სასწაულებრივ მოვლენას – ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას- მხოლოდ გრამატიკულად შევხედავთ, ანუ ისე, როგორც მოქმედი საგანი- ქვემდებარე  ,,კაცი” დგება სკამიდან, იქნება ,, კაცი ადგა” .

მაშ, რატომ მიმაჩნია , რომ ”აღსდგა” უფრო მართებული ფორმაა ამ შემთხვევაში?
ჩემი აზრით , აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქრისტე წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასია და მოქმედება სასწაულს უკავშირდება, სასწაულს, რომელშიც მხოლოდ ერთი პირი კი არ იღებს მონაწილეობას , არამედ სამივე ერთად – მამა ღმერთი და სულიწმინდა უხილავად ,ხოლო ძე ღმერთი- ხილულად, ეს ჩვეულებრივი ერთპირიანი ზმნა ” აღდგა- ადგა”, იძენს მისტიურ დატვირთვას , ღვთაებრივი სასწაულის დანიშნულებას და ეს ” ს” მეორე პირის , ირიბი ობიექტის ნიშანი (მესამეს,პირდაპირს , ნიშანი არა აქვს!) ალბათ , ამიტომ მიიზიდა ამ მოვლენის გამომხატველმა ზმნამ, ანუ ეს ღვთაებრივი სასწაული ჩვეულებრივ გრამატიკულ კატეგორიად არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს !
ასე რომ…….. 
ქ რ ი ს ტ ე  ა ღ ს დ გ ა ,  ჩემო კარგებო, ჭეშმარიტად ა ღ ს დ გ ა !!”-წერს ივდით კუხიანიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული