ჯერ თავის თვალში დაინახოს დირე, სანამ დაიწყებს სხვის თვალში ბეწვის ძებნას

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ თავის თვალში დაინახოს დირე, სანამ დაიწყებს სხვის თვალში ბეწვის ძებნას – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მათ შორის მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
“მინდა რომ მან თავის თავში, სიღრმეებში ჩაიხედოს და იყოს გამაერთიანებელი და არა პირიქით – შემოიტანოს დაძაბულობა გუნდში”, – განაცხადა ქანთარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს განაცხადა, რომ უმრავლესობაში მცირე ინციდენტები პრობლემას ვერ შექმნის.

„საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანამდე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად არ არის გამორიცხული უმრავლესობა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება.

Facebook Comments

ახალი დადებული