პოსტები სოციალური ქსელიდან

ფეხბურთს ვთამაშობდით მოედანზე, როდესაც თავს დაგვესხა ქართველი მამაკაცების ჯგუფი

Nusagi

თბილისში, დიღმის მასივში მომხდარ ინციდენტს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდა, რომელსაც ადგილობრივები დაესხნენ თავს, – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტი, ბენ ზეგე, სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა.

“დღეს, 6 საათზე ფეხბურთს ვთამაშობდით საჯარო მოედანზე, როდესაც ჩვენთან ქართველი მამაკაცი მოვიდა და მოედნის დატოვება მოგვთხოვა. ჩვენს კითხვაზე – რატომ? მისი პასუხი იყო, რომ ჩვენ მოედანი უნდა დავტოვოთ და საერთოდ, მისი ქვეყანაც. მან საუბარი გააგრძელა და თქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს მის ქვეყანაში ყოფნის უფლება, რადგან შავები ვართ. ის სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ამასობაში, თითქოს დაგეგმილი იყო, თავს დაგვესხა ქართველი მამაკაცების ჯგუფი და დაგვიშინეს ქვები და ხელჯოხები. სხვა ქართველი შეიარაღებული მამაკაცი ფანჯრიდან გვიყვიროდა, მიგვითითებდა იარაღზე და ამბობდა, რომ დაგვხოცავდა ყველას, თუ მის ქვეყანას არ დავტოვებდით. ვიდრე ჩვენ გავერკვეოდით რა ხდებოდა, ეს ხალხი თავს დაგესხვა. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო ქართველები პოლიციასთან იტყუებოდნენ და ყალბ ისტორიებს თხზავდნენ. ამბობდნენ, რომ მათ მშვიდობიანად მოგვთხოვეს დაგვეტოვებინა მინდორი, რათა მათ ბავშვებს ეთამაშათ. მთარგმნელმა, რომელიც პოლიციას ახლდა, არასაკმარისად იცოდა ინგლისური და ჩვენს ნათქვამს ვერ თარგმნიდა. ჩვენ პოლიციას სრული ვიდეო ვაჩვენეთ დასაწყისიდან ბოლომდე და გაკვირვებულები დავრჩით, როცა პოლიციამ გვითხრა, რომ დაგვევიწყებინა ეს ამბავი და ამ ხალხისთვის გვეპატიებინა. არცერთი ქართველი თავდამსხმელი არ დაუპატიმრებიათ. მათგან არ ყოფილა არანაირი ბოდიშის მოთხოვნა. რატომ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი? შავკანიანები რომ დასხმოდნენ თავს ქართველებს, მაშინაც ასე მოიქცეოდა პოლიცია? დიდი ბოდიში ვრცელი მონათხრობისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ. ეს ხდება 21-ე საუკუნეში? წარმოუდგენელია! უთხარით არა რაზიმს!” – წერს ბენ ზეგე.

წყარო: presa.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: