საზოგადოება

პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გორში

Nusagi

პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება პოლიციელების ცემითა და 9 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ჩხუბი კი თავდაპირველად კეცხოველის ქუჩის მცხოვრებლებს შორის დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდა ქუჩაზე მდებარე სკვერში აღდგომას აღნიშნავდა, მოსახლეობამ კი ხმაურის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პატრულის ადგილზე მისვლის შემდეგ კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება იმდენად მასშტაბური იყო, რომ საპატრულო პოლიციის რამდნიმე ეკიპაჟთან ერთად მოქალაქეებს კრიმინალური პოლიციიის თანამშრომლებიც აშველებდნენ. საჭირო გახდა ცენტრალური მაგისტრალიდან საპატრულო პოლიციის გამოძახება.

9 დაკავებულიდან ექვსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც სამართალდამცველების წინაღმდეგ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სამი კი ადმინისტრაციული კანონდარღვევის მუხლით არის დაკავებული, მათი სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს.

საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე „კურიერთან“ საუბარს ერიდებიან იმ ქუჩის მაცხოვრებლები ასევე დაკავებულების ოჯახის წევრებიც.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: