ახალი დამატებული

9 აპრილის მემორიალთან პატრიარქი მივიდა

Nusagi

რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პატრიარქი მივიდა. ილია მეორემ ყვავილებით შეამკო მემორიალი და ადგილზე შეკრებილი ხალხი აკურთხა.მან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქს თან მოსაყდრე შიო მუჯირი  ახლდა. ილია მეორემ რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ დატოვა.

მანამდე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიის მოძღვარმა, მამა ელიზბარმაც გადაიხადა.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პოლიტიკოსები და მოქალაქეები დილიდან მიაგებენ პატივს.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: