დავით ბაკურაძე-არ მეგონა ამის დაწერა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ……

,,არ მეგონა ამის დაწერა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა უნდა დავწერო, იქნებ ვისაც ეხება იმათაც წაიკითხონ…

მოკლედ.. ეხლაა 2018 წლის 10 აპრილი, ანუ 21-ე საუკუნის მეორე ათწლედი.ტრანსპორტის, ავიაციის და მთელ მსოფლიოში კანონმდებლობის განვითარების შედეგად, ე.წ. სოც. ბანაკის ქვეყნების გადასვლამ ბუნებრივ, ნორმალურ განვითარებაზე შეუდარებლად გააადვილა ადამიანების გადაადგილება, მიგრაციამ სულ სხვა მასშტაბი მიიღო, ადამიანები უფრო ბაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ცდილობენ შედარებით უკეთეს ქვეყნებში გადავიდნენ სასწავლად, სამუშაოდ, ფულის საშოვნად ან საცხოვრებლად.

სწორედ ამიტომაა უცხოეთში მილიონნახევარი ქართველი და სწორედ ამიტომაა შემოსული ამდენი უცხოელი…უფრო მეტიც…ღმერთმა ჰქნას და თუ უფრო განვითარდება საქართველო და ეკონომიურად მოძლიერდება და მობრუნებულ ემიგრანტ ქართველებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი უცხოელი მიგრანტი შემოვა…

….ხალხო აღარც საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა არსებობს, არც უშუქო და უგზო შევარდნაძის საქართველო…ერთადერთი ქვეყანა სადაც მკვეთრად არ მოუმატია მიგრანტთა ნაკადს ჩრდილოეთ კორეაა და კიდევ რამდენიმე დაქცეული და ღატაკი ქვეყანა, სადაც ძალით თუ გადაასახლებ ვინმეს, თორემ ჭკუათმყოფელი იქ არ ჩავა…

ასე რომ, მორჩით წუწუნს და ვაებას…ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს ის დრო სხვა ფერის კანის ადამიანი ეგზოტიკა რომ იყო საქართველოში და კარგი და ცუდი ქართველებშიცაა, ირანელებშიც და მოზამბიკელებშიც….” წერს ფეისბუქ-მომხმარებელი დავით ბაკურაძე

Facebook Comments

ახალი დადებული