დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

????????????????????????????????????

2018-2019 სასწავლო წლისთვისპირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. edu.aris.ge-ს ცნობით, რეგისტრაციის ეტაპები შემდეგნაირია:

I ეტაპი – რეგისტრაცია 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამასთან, I ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტები სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

III ეტაპი – ეს ეტაპი II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მესამე ეტაპზეც მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენაც. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

ამასთან, გაირკვა შევლენ თუ არა წელს სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვები.

Facebook Comments

ახალი დადებული