ვასილ მაღლაფერიძე-სააკაშვილი წლის ბოლოსთვის სახელმწიფო გადატრიალებასავით ღონისძიებას გვპირდება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ექსპრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ხელისუფლების ცვლილებას  ეხმაურება. 

„სააკაშვილი წლის ბოლოსთვის სახელმწიფო გადატრიალებასავით ღონისძიებას გვპირდება და ნაციონალურ-ქრისტიანული პარტიის მსგავსის შექმნას აანონსებს, რომელიც, როგორც ჩანს, ეროვნულ-ქართულ-ქრისტიანულ პლატფორმას დაეფუძნება.

საინტერესო იქნება იმის გარკვევაც, მართლა უჭერს თუ არა მხარს ორბანი და კერძოდ რაში?!

თუმცა, ცალკე საკითხია, თავად ევროპაში ვინ უჭერს მხარს ორბანს, რომელიც, თავის მხრივ, სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, არ სწყალობს ლიბერალებს და რუსეთისადმი თბილი გრძნობებით გამოირჩევა.

მოკლედ, რაიმე სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი თუ გადავწყვიტეთ, ევროპელმა ევროსკეპტიკოსებმა, შეიძლება, მხარიც კი დაგვიჭირონ; რად გვინდა, თორემ, კი!”-წერს ვასილ მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ უნგრეთში გაიმარჯვა მისმა პირადმა მეგობარმა და პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა. სააკაშვილის თქმით,  მას ევროპარლამენტშიც ყავს ბევრი პარტნიორი. „ჩვენც ვამზადებთ ამათ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება”-განაცხადა სააკაშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული