ვეძისში მორაგბე ლაშა საჯაია და მისი ძმა დაჭრეს

რამდენიმე წუთის წინ ზემო ვეძისში, ვაზისუბნის ქუჩაზე უცნობმა პირმა ოთხი ადამიანი დაჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი, მორაგბე ლაშა საჯაიაა. ასევე დაჭრილია მისი ძმა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, დაჭრის ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთ დაჭრილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.  სამართალდამცავები დეტალებზე არ საუბრობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული