პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე  არასერიოზულს უწოდებს დავით ჭიჭინაძის განცხადებას

Nusagi

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს და არასერიოზულს უწოდებს დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ შესაძლებელია, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დადგეს.

„პრობლემა არის, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გახმიანდა, ამ პრობლემის საფუძველი იყო არარეალური. იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: