პოსტები სოციალური ქსელიდან

მე რომ გუშინ მომესმინა ლიბერალთა კომენტარები, საერთოდ არ დავწერდი არაფერს და გავატარებდი

Nusagi

,,ნიგერიელთა თემაზე რადიოში ვუსმინე ყველა ენჯეოშნიკს და მივხვდი თუ რატომ გაუჩნდა უმეტესობას ბელიაშვილელების დაცვა, როცა ნათლად ჩანს, როგორ ცემენ, აგინებენ და ისინიც როგორი შეშინებულები გარბიან, –

– ეს არის ენჯეოშნიკთა მიმართ ზიზღი, რადგან იმდენად აუტანელი ენით საუბრობენ და ისე გამოთქვამენ ჩემთვის მიუღებელ ტერმინებს, თითქოს მთელი ერი იყოს რასისტი და არა რამდენიმე “ვაჟკაცი”, რომელებმაც გუშინვე მიაკითხეს გულისფანცქალის გამო ღუდუშაურის საავადმყოფოს კარდოლოგს.

მე რომ გუშინ მომესმინა ლიბერალთა კომენტარები, საერთოდ არ დავწერდი არაფერს და გავატარებდი, თუმცა ისედაც არაფერი დამიწერია, უბრალოდ კომენტარებში ვთქვი რაც ვიდეოში გამოჩნდა და არც შეზარხოშებული უბნელების მჯერა, არც ბავშვის კომენტარისა, რომელსაც ვერ გაურკვევია რამდენი ფეხბურთელი თამაშობს იმ მოედანზე – 12 თუ 30, და არც იმ პირველ დაზარალებულის, რომელიც პოლიციას არ უძახებს, იმიტომ, რომ თავის ეზოშია, თუმცა კამერების წინ კარგად წუწუნებს, როგორ გაულურჯეს თითი, როცა ფეხი ამოარტყეს, რომელიც თეთრი იყო ჯერ და არც გასიებული ჩანდა.

არადა რა კარგად ჩანს ვიდეოში ყველაფერი — ნიგერიელების რაოდენობა და რა ხდება იმ დროს, როცა მომთავრებული ჰქონდათ ვარჯიში და საცემრად მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი შემოიტოვეს, რომლებიც ბოლოს სტოვებდნენ მოედანს.

კი, ნამდვილად ამაზრზენია ენჯეოშნიკების მხრიდან რასისტებად ჩვენი შერაცხვა და ამიტომ ვცდილობ არ ვუყურო ისეთ გადაცემებს, სადაც მათი აუტანელი ფიზიონომიები გამოჩნდება, მაგრამ მე ჩემს ვარაუდზე ვრჩეები და არ ვამართლებ ქართველებს, რომლებსაც ენა ვერ გამოუძებნიათ უცხოელებთან სალაპარაკოდ და დღეს რას ილაპარაკებენ სასამართლოში, ამის მოწონება თქვენთვის მომინდვია.

რუსთაველის აფორიზმი მახსენდება, ოდესღაც კომუნისტების დროს, ერთი სახლის სახურავზე რომ ეწერა :
“გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი” და რა ტყუილად მოანგრიეს დღევანდელმა პატრიოტებმა ეს დიდებული და სასწავლებელი სიტყვები….”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი გია შარაშენიძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: