ჟურნალისტი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს…

„არაბული და ზოგადად უცხოენოვანი წარწერები არ მოგვწონს, მიწებს რომ ყიდულობენ და აქ სახლდებიან არ მოგვწონს, ლესელიძე, მარჯანიშვილი, ვარკეთილი, ვაჟა, უკვე ვაკეც და სხვა უბნები არაბებით რომ გაივსო არ მოგვწონს… არ მოგვწონს როდესაც ჩამოდიან და სამუდამოდ აქ რჩებიან, არ მოგვწონს აჭარაში თურქები დროშის ფრიალით რომ დადიან, არ მოგვწონს თბილისში ზოგიერთი ადგილი ბორდელად რომ აქციეს (გახსნეს)…

 ბევრი რამ არ მოგვწონს, თუმცა ერთი ინციდენტის გამო ქართველმა ქართველი ჯვარზე გააკრა, აგინა, ლანძღა, რასისტი ეძახა, არადა ჩვენზე ტოლერანტული ერი მეორე არ მეგულება… მოდაშია რასიზმთან ომი?

კი ბატონო მეც თქვენთან ვარ, მაგრამ კანის ფერი არაფერ შუაშია, სტუმარ-მასპინძლობა თავზე დასმას არ ნიშნავს, შენ თუ ჩემს ქვეყანაში ხარ სტუმრად, პატივი ეცი ჩემს მიწას, ჩემს ადათ-წესებს, ნუ ისარგებლებ ჩვენი სტუმართმოყვარეობით…

კიდევ ვიმეორებ ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ ჩემი შვილის უბანში მარტო გაშვების მეშინოდეს, რადგან ვიღაც ,,სტუმრებმა” შეიძლება სტადიონზე ბურთის თამაშის გამო შეურაცხყოფა მიაყენონ…

 და კიდევ, ტელევიზიების მხრიდან სირცხვილია ქართველების რასისტებად გამოყვანა…“ – წერს ჟურნალისტი, ლეკა მენაბდიშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული