ახალი დამატებული

გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება

Nusagi

ფეხბურთის ფედერაცია დედაქალაქის მერის ინიციატივას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაცია „თამაში ყველასთვის“ კამპანიის ფარგლებში მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელთა და ნიგერიელი სტუდენტების ამხანაგურ მატჩს.

„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო ამხანაგური შეხვედრა, 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება.

,,ფეხბურთის ფედერაცია” გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: