პოსტები სოციალური ქსელიდან

მარტო დატოვეს მტრის პირისპირ, რომელსაც სურდა, რომ ლეილა კინოში არ დაბრუნებულიყო

Nusagi

ჟურნალისტი კახი ლაზარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლეილა აბაშიძის ნიჭი და შესაძლებლობები სათანადოდ არ დაფასდა და მეტიც, მას ხელი შეუშალეს, რომ კინოში არ დაბრუნებულიყო “40 წელი ელოდა ახალ როლს.

მზად იყო, იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ დაუბრუნდებოდა კინოს! კინოს-ყველაზე ძვირფასს, რაც მისთვის იყო! რამდენი დრო დააკარგინეს, რამდენჯერ ატკინეს გული, ბევრჯერ ატირეს, რამდენი იმედგაცრუება ჰქონდა და ეს ყველაფერი რისთვის… ?! იმისთვის, რომ უფლისგან ბავშვობიდან ნიჭით იყო მირონცხებული…?! ვერ აპატიეს, რაც სხვაზე მეტი ჰქონდა-ნიჭი, განათლება, ინტელექტი!

სულ უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რას ერჩოდნენ, რატომ წაართვეს ის, რაც ახარებდა, რაც აცოცხლებდა…?! ალბათ, სწორედ ნიჭიერება და ხალხის სიყვარული ვერ აპატიეს, ამიტომ მოსპეს და გაანადგურეს! ლეილა ხომ მაშინ გარდაიცვალა, როცა ის კინოს მოწყვიტეს, როცა ვეღარ რეალიზდებოდა, როგორც არტისტი, დიახ, ძალიან დიდი არტისტი!

სამწუხაროდ, არავინ დაიცვა, არც როგორც ქალი და არც მსახიობი… მიატოვეს, დაივიწყეს და მარტო დატოვეს მტრის პირისპირ, მტრის, რომელსაც სურდა, რომ ლეილა ქართულ კინოში არ ყოფილიყო…!

ხალხის სიყვარული-აი, ეს ვერ წაართვეს, მაყურებლის ძლიერი სიყვარული! ამით იყო ლეილა ბედნიერი!!!”– წერს კახი ლაზარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: