პოსტები სოციალური ქსელიდან

ქვეყანას უნდა ყავდეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება-გასაზღვროს რამდენი უცხოელი გვჭირდება

Nusagi

,,არავითარი ქსენოფობია. არავითარი რასიზმი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველო მონოეთნიკური ქვეყანაა ან ასეთი უნდა გახდეს – თუნდაც ისეთი, როგორიცაა მეზობელი სომხეთი 99 პროცენტიანი ეთნიკურად სომხური მოსახლეობით.

მაგრამ არანაირად არ მაწყობს დემოგრაფიული ბალანსის დრამატული ცვლილება ჩემს ქვეყანაში. რაც მკვეთრად შეცვლის მის ეთნოკულტურულ იერსახეს, მის ხასიათს.

უკონტროლო მიგრაცია არის დიდი ბოროტება. საქართველოში როგორც ტურისტს, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს. 30 ან 60 დღე დაჰყოს აქ. ვინც აქ უფრო მეტი ხნით ფიქრობს ყოფნას, ამ შემთხვევაში უკვე სხვა რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.

ქვეყანას უნდა ყავდეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც უზუსტესად გასაზღვრავს რამდენი უცხოელი გვჭირდება – გამომდინარე ეკონომიკური პრიორიტეტებიდან. ასევე არაპოლიტიკური, ეკონომიკური ანუ გაჭირვებას გამოქცეული ლტოლვილი არც შვეიცარიაში ითვლება ლტოლვილად და არც აქ უნდა ჩაითვალოს. სასწრაფო დეპორტი ასეთებს! იქ ვიმუშავე და ვიცხოვრე წლები და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ.

და თუ მავანი ხელისუფლებაში იმიტომ არის, რომ რაღაც დააგროვოს და მერე რომელიმე “თბილ” ქვეყანაში უშველოს თავს, დროზე მოგვწყდნენ თავიდან ასეთები”= წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონსტანტინე  გამსახურდია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: