გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომას არც დღეს ესწრება

დეპუტატი გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომას, სადაც ის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილეა, არც დღეს ესწრება.

კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის თქმით, ფოფხაძე სხდომებზე თითქმის არ დადის და ამიტომაც, ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის.

“თუ დააკვირდებით გედევან ფოფხაძე კომიტეტის სხდომებზე თითქმის არასოდეს დადის. ეს დღევანდელი ამბავი არ არის. ასე რომ, განსაკუთრებული დღესაც არაფერი ხდება. დღევანდელი სხდომის გაცდენის მიზეზია როგორც ვიცი ბაქოში ვიზიტი. სხვა შემთხვევაში ოჯახური მიზეზები სახელდებოდა. ეს არის ის.რაც ჩემთვის ცნობილია”, – აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ქართულმა ოცნებამ ნინია კაკაბაძეს მხარი კვოტირების სქემის გამო დაუჭირა.

“გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ რომ ნინია კაკაბაძე კარგია, არამედ იმიტომ რომ ოპოზიციის კვოტაა.თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა ნინია კაკაბაძე მაინც მოვიდოდა ანუ კოლექტიურ ნინია კაკაბაძე მაინც იქნებოდა, რადგან ნაციონალები ყველა შემთხვევაში მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ. ეს მათი დამოკიდებილებაა, ვინაიდან ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის მხარი დაგვეჭირა. მმართველ გუნდში ამ თემაზე წინასწარი შეთანხმების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის”, – აცხადებს სოფო კილაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული