ახალი დამატებული

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია

Nusagi

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია. „day.az“-ის ინფორმაციით, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. მან ხმათა 86.53 % მიიღო კონსულტაციისა და დახმარების დამოუკიდებელმა ცენტრმა „სამოქალაქო საზოგადოების სახელით“ ფრანგულ ორგანიზაცია Opinion Way-სთან ერთად ეგზიტპოლის შედეგები უკვე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი ორგანიზაციის „გამოკვლევების დამოუკიდებელი ცენტრის, ELS-ის მონაცემებით, ილჰამ ალიევმა ხმათა 82.71 % დააგროვა. ორგანიზაციამ ეგზიტპოლი 300 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებზე მიმსვლელთა ზღვარი არ არის დაფიქსირებული, ამიტომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება ნებისმიერ შემთხვევაში. ახალი კონსტიტუციით, ახალი პრეზიდენტი თანამდებობაზე ხუთის ნაცვლად, შვიდი წლით აირჩევა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: