ზესტაფონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: ადგილზე ვერ იპოვეთ ხომ კადრი?

ზესტაფონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” წევრი, დავით მაღრაძე აცხადებს, რომ ზესტაფონის მერმა შესაბამისი კადრი ადგილზე ვერ მონახა და ახალი მოადგილე წყალტუბოდან მოიწვია, რომელიც მისი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

დავით მაღრაძის თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლეს კვალიფიციური კადრები და მათ ადგილზე სხვადსხვა ქალაქებიდან არაკომპეტენტური ადამიანები ჩამოიყვანეს.

,,რა არ უნახავს ზესტაფონის, ჯერ რაიკომის მერე პრეფექტურის მერე გამგეობის ახლა კიდე მერიის შენობას, მაგრამ რაც ახლა ხდება ასეთი მართლა არაფერი ყოფილა. ისიც კი გავიგონე ხმას რომ არ იღებს ალბათ რაღაც დააშავაო. ასე არაა ბევრჯერ გავაპროტესტე ეს ამბები, ვცადე მიმეტანა იმ ადამიანებამდე ვინც დღეს წყვეტს საკითხებს თუმცა ყურსაც არავინ იბერტყავს, არადა ლაფშია ამოსვრილი დღევანდელი მთავრობის სახელი, პირველ რიგში არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო მერე იმის გამო რაც ამ კადრების არჩევას თუ დანიშვნას მოჰყვა.

გაივსო სასამართლო არასწორად გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრებით .  ყველანი 2012 წელს ქართული ოცნების აქტიური წევრები იყვნენ. რა დავარქვათ ყველაფერ ამას თუ არა ოცნების ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა! კარგად გაითვალისწინეთ, რომ მერის გადაყებება მოსახლეობის ხელმოწერების საფუძველზეც შეიძლება.

მინდა ხმამაღლა დავსვა რამოდენიმე კითხვა, რომელებიც აწუხებს ზესტაფონლებს, მაგრამ ვერავინ ბედავს თქმას:

ზესტაფონში სამი საკავშირო მნიშვნელობის ქარხანა იყო და შესაბამისად მრავლად იყვნენ განათლებული, საქმის მცოდნე ადამიანები  ყველა სფეროში. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, მიუხედავად ამისა, მერის პირველი მოადგილის წყალტუბოდან მოწვევა, გადაწყვიტა მერმა (საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს და ვერაფერს ვიტყვი მის განათლებაზე.  ,, ბოროტი” ენები კი ამბობენ ნაციაო, მაგრამ ეს იქით იყოს…..

1.მინდა ვიკითხო, რა იცის ამ ადამიანმა ისეთი რომ ზესტაფონში ვერ მოინახა შესაბამისი კადრი?

2. შეამცირეს ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ, უბრალოდ ვაზელინი არ წაისვეს, გააუქმეს მათი შტატები და სამაგიეროდ შექმნეს 5 შტატიანი pr განყოფილება რომელმაც რა უნდა აკეთოს გაუგებარია.

3.ჩამოიყვანეს თბილისიდან ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ჩააბარეს ტურიზმი ზესტაფონში თუმცა წარმოდგენა არ აქვს რა ტურისტული ობიექტებია ზესტაფონში(ამით მართლა არ გამოვირჩევით) ადგილზე ვერ იპოვეთ ხომ კადრი?

4. ამდენი თანაშემწე სჭირდება კი მერს? იმედია პასუხებს მიიღებს საზოგადოება კითხვები კი იმდენი დაგროვდა მიუხედავად თქვენი ხანმოკლე “მოღვაწეობისა”.

სხვათაშორის პირველ სპექტაკლს რომელიც საქართველოში ითამაშეს “გაყრა” ერქვა.  ზესტაფონშიც მზადდება ტრაგიკომედია ,,პოლიტიკური გაყრა”,  მაგრამ გირჩევთ კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ თავს.

ამას აქ არავინ გადაყლაპავს! ასე  რომ ….” – წერს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე .

მაღრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოყვა.

დავით მაღრაძე

Facebook Comments

ახალი დადებული