ახალი დამატებული

თბილისის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

Nusagi

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

„დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩებზე.

სამგორის რაიონის, კერძოდ მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00-დან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ. 1

1:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ფაღავას და გუმათჰესისქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩებზე.

10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება გლდანის რაიონში, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩებზე. საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩებსაც

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: