კრიმინალი

თბილისში დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება

Nusagi

თბილისში, ვეძისზე დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

ვეძისში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან. არსებული ინფორმაციით, ოთხი დაჭრილიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და რამდენიმე საათის განმავლობაში უკეთებდნენ ოპერაციას.

დანარჩენი სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.დაშავებულებიდან ერთი გოგოც იყო, მას მსუბუქი დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა და ის საავადმყოფოდან გუშინ ღამე გაწერეს.

თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: