სოციალური ქსელები და მედია

კემეროვოში, ხანძარს გადარჩენილი ბავშვი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა

Nusagi

კემეროვოს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა მესამე კლასელი გოგონას შევიწროება დაიწყეს იმის გამო, რომ ის სავაჭრო ცენტრ «Зимняя вишня»-ში გაჩენილი ხანძრის დროს დედასთან ერთად შენობაში იმყოფებოდა და გადარჩა.

გოგონას თანაკლასელები ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, რადგან მამამისი მეხანძრეა. ამის შესახებ ტელეკომპანია «360»-თან ბავშვის მამამ ისაუბრა. ხანძრის დროს, მაშველის ცოლმა ბავშვი სავაჭრო ცენტრში წაიყვანა , რათა მისთვის ფეხსაცმელი ეყიდა.

ისინი პირველ სართულზე, მაღაზიაში იყვნენ, როცა შენობაში კვამლის სუნი გავრცელდა. დედამ ბავშვი მაშინვე გარეთ გაიყვანა. როდესაც გოგონა სკოლაში მივიდა, თანაკლასელები მტრულად შეხვდნენ, დაიწყეს მისი შევიწროება, ხელის კვრა, ლანძღვა.

“შენ გადარჩი და სხვები ვერა, ალბათ მამამ გასწავლა, როგორ გამოქცეულიყავი, ვირთხა ხარ!”-მამის თქმით, ასეთი სიტყვების მოსმენა უწევს 9 წლის გოგონას ყოველდღე.

მამა ამბობს, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, უარს ამბობს სკოლაში სიარულზე, ქუჩაში კი პანიკური შიში იპყრობს, რომ თანაკლასელებმა არ დაინახონ.

“მისთვის ეს ძალიან მძიმე ასატანია, ყოვედღე ისმენს, რომ მეხანძრეების ბრალია ხალხის დაღუპვა”-ამბობს მამა.

სავაჭრო ცენტრ «Зимняя вишня»-ში, სადაც სახანძრო გასასვლელები არ არსებობდა, ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. დაიღუპა 61 ადამიანი, მათგან 41 ბავშვი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: