მარკ ცუკერბერგი: Facebook-ი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

Facebook-ის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთის ხელშეწყობით მოქმედ იმ ჯგუფებთან, რომლებიც ცდილობენ სოციალური ქსელის გამოყენებას არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, ბრძოლაში ჩაერთო. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს.

„რუსეთში არიან ადამიანები, რომელთა საქმეა, გამოიყენონ ჩვენი სისტემები და სხვა საინტერნეტო სისტემები“,- განაცხადა ცუკერბერგმა აშშ-ის სენატში მიცემული ჩვენებისას.

მისი თქმით, ის ძალზე ნანობს, რომ Facebook-მა დროულად ვერ აღმოაჩინა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენატო არჩევნების პერიოდში. მან ასევე თქვა, რომ Facebook-ი თანამშრომლობს სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერთან, რომელიც იძიებს შესაძლო კავშირებს რუსეთსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის.

Facebook-ის დამფუძნებელმა თავის გამოსვლაში უკვე დადო პირობა, რომ 20 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და გააკონტროლებს ძალადობრივი ხასიათის პოსტებს. ერთ-ერთამ სენატორმა მის დაპირებაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ ცუკერბერგი ბოდიშს ნდობის საფუძველი არ აქვს.

2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა ფეისბუკის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.

Facebook Comments

ახალი დადებული