ახალი დამატებული

მსახიობ ლეილა აბაშიძეს ხვალ საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

Nusagi

მსახიობ ლეილა აბაშიძეს ხვალ საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება. მსახიობს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, კინოხელოვანს საკუთარი ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

რაც შეეხება თბილისის მერიისადმი ლეილა აბაშიძის ოჯახისა და კოლეგების მიმართავს, რომ მსახიობი დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, ოქიტაშვილის განმარტებით, მერიამ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მსახიობი ღირსეულად დაიკრძალოს.

„მერია არაფერ შუაში იყო, რადგან მერიას სთხოვეს ადამიანებმა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, დიდუბის პანთეონში გამოძებნილიყო ადგილი. იცით, რომ დიდუბის პათეონი დახურულია. სამი თვით ადრე მე მან დამირეკა და მთხოვა, როდესაც გარდავიცვლები, დედაჩემის გვერდით დამკრძალეთო. მთხოვა, ეს შემისრულეთო. ვუსრულებთ დანაბარებს. თუმცა, ხელოვანმა ადამიანებმა მიმართეს მერიას, მერიამ კი, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლეილა აბაშიძე დეკრძალათ ისე, როგორც მას ეკადრება, მაგრამ დიდუბეში ფიზიკურად ადგილი არ არის“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

წყარო:,,ინტერპრესნიუსი”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: