ახალი დამატებული

ომებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ჯგუფი შეიქმნება

Nusagi

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანიც საბრძოლო შენაერთების მეთაურებისგან დაკარგული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების საფლავების ან მათი ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღება და გაცვლა იყო.

შეხვედრას ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი, დევნილთა მინისტრი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ვეტერანთა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ომებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს.

90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 400-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

2010 წლის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს. მათგან 126 ამოცნობილი ნეშტი ოჯახებს უკვე გადაეცა. დანარჩენების ამოცნობის პროცესი დღემდე გრძელდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: