ჟერარ დეპარდიე ლეგენდარული რუსი მუსიკოსის, ვლადიმერ ვისოცკის სიმღერებს შეასრულებს

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ლეგენდარული რუსი მუსიკოსის, ვლადიმერ ვისოცკის სიმღერებს შეასრულებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მსახიობი 25 აპრილს საკონცერტო დარბაზ Россия-ში გამოვა და ვისოცკის რამდენიმე სიმღერას ფრანგულ და რუსულ ენებზე იმღერებს.

კონცერტი მუსიკოსის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, დეპარდიე ვისოცკისთან თანამშრომლობაზე დიდი ხნის წინ ოცნებობდა.

70-იან წლებში ვისოცკისა და ედუარდ ვოლოდარსკის სცენარის მიხედვით ფილმ „ვენის არდადეგების“ გადაღებაც იგეგმებოდა, რომელშიც ახალგაზრდა ჟერად დეპარდიეს და დანიელ ოლბრიხსკის უნდა ეთამაშათ. პროექტი ვისოცკის გარდაცვალების გამო ჩაიშალა.

Facebook Comments

ახალი დადებული