სირიაში რუს ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

სირიაში ავტობუსს, რომლითაც რუსი ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იტყობინება.

ჟურნალისტები აღმოსავლეთ ღუტაზე სიუჟეტის მომზადების შემდეგ ბრუნდებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ “ენ ტე ვე”-ს, “როსია-1”-ის და “ზვეზდა”-ს კორესპონდენტები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესხა თავს ავტობუსს, გავრცელებული ცნობით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი ევაკუირებულნი არიან ჰოსპიტალში. “რუსეთის შერიგების ცენტრის ექიმებმა დაჭრილებს პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული