ახალი დამატებული

სოციალ-დემოკრატები ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავენ

Nusagi

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სოციალისტები ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავენ, ამის მიზეზი კი შეიძლება საპენსიო რეფორმა გახდეს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, თუ სოციალ-დემოკრატები და ქართული ოცნება საპენსიო რეფორმაზე პოზიციებს ვერ შეაჯერებენ, მაშინ სოციალისტები პარტიის დატოვებაზე დაფიქრდებიან.

“თუ კონსესუსი ვერ შედგა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ მომავალში იქნება ისეთი საკითხები, რომ უმრავლესობასთან ვერ შევჯერდებით და ეს იქნება ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ცდება პიროვნულ უთანხმოებას, ეს არის უკვე პოლიტიკის საკითხი, ღირებულებრივი და იდეოლოგიური საკითხი, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ან სხვამ უმრავლესობა დავტოვოთ,” – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა კომენტარი პარტიულ დისციპლინასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: