სოციალური ქსელები და მედია

შეცდომაშია შეყვანილი ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენებისთვის მიდის ბრძოლა

Nusagi

თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენებისთვის მიდის ბრძოლა, არა თუ შეცდომაშია შეყვანილი, არამედ სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბოლო დღეების განმავლობაში მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკი ირწმუნება, რომ მმართველ გუნდში რეალურად დაპირისპირება არ არსებობს და “არის მხოლოდ დაშვებები: – თუ გადადგება, თუ ხმები შეგროვდა, თუ გაირიცხება, რასაც საფუძველი არ გააჩნია“.

“პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გაკეთდა არასასურველი განცხადებები – ხშირ შემთხვევაში, კორექტულობის ფარგლებს გადაცდენილი, რამაც შესაძლოა არასასურველ პროცესებს დაუდოს საფუძველი, თუმცა იმაზეც ვთანხმდებით, რომ ასეთი პროცესების გაგრძელების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. გუნდს დიდი რესურსი გააჩნია, რომ მოლაპარაკება შედგეს და წარმატებით დასრულდეს. გაგრძელდება სიღრმისეული მსჯელობა და ისეთი საკითხები როგორიცაა, ვიღაცის გადადგომა, ვიღაცის დაპირისპირება თუ გარიცხვა, დღის წესრიგიდან მოიხსნება“, – განუცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“.

ვოლსკის მიაჩნია, რომ შეცდომაშია შეყვანილი და სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას ის, ვინც ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენებისთვის მიდის ბრძოლა.

“ადამიანს აქვს საკუთარი განწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით, ნინია კაკაბაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით. იგივე დავით ჭიჭინაძეს აქვს ასეთი შეხედურება, რომ თუკი ფრაქციის ხელმძღვანელი დაპირისპირებულია მთავრობასთან, ის უნდა გადადგეს, მაგრამ რეალურად ირკვევა, რომ არანაირი დაპირისპირება ფაქტობრივად არ არსებობს. დავით ჭიჭინაძე საკმაოდ სიღმისეულად მოაზროვნე კაცია და მიხვდება, რომ არავითარი გადადგომის წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: