სოციალური ქსელები და მედია

რუსეთი სირიის დასაბომბად გაშვებული  რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება

Nusagi

რუსეთი სირიის დასაბომბად გაშვებული  რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება. ამის შესახებ  ლიბანში რუსეთის ელჩმა განაცხადა.

„ჩვენი სამხედროები სირიის დასაბომბად გაშვებულ ყველა ჭურვს ჩამოაგდებენ და იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ“, – განაცხადა ალექსანდრე ზასიპკინმა.

სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის გამო ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯზე მსჯელობს.

განიხილება სამხედრო ზომებიც, თუმცა რას მოიმოქმედებს დასავლეთი ამ დროისთვის უცნობია.

შესაძლო იერიშების გამო, ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ, ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ უკვე მოუწოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,955 ნახვა
%d bloggers like this: