სოციალური ქსელები და მედია

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარს აღარ დახურავს

Nusagi

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარს აღარ დახურავს. როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, მანამ, სანამ მას შემოსავალი ექნება, თავშესაფრის დახურვის საკითხი არ დადგება. საქველმოქმედო საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება კი ბიზნესმენის თქმით, ემოციური ფონიდან გამომდინარე გააკეთა.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით დაიწყო. მისი განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მზადაა ციხეში ჩაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,457 ნახვა
%d bloggers like this: