თუ რამეს დავაშავებ, შეიძლება ჩემი გადადგომის საკითხი დადგეს

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ, სადაც ის პირველად გამოეხმაურა უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის ფორმალურ პროცედურებზეც განაცხადა. კობახიძის თქმით, ამას 50 დეპუტატის ინიციატივა სჭირდება.

“ფორმალურად, ჩემს გადადგომას სჭირდება 50 დეპუტატის ინიციატივა. თუმცა პარლამენტში დღეს არ არის არც 50 და არც 5 დეპუტატი, რომელიც ასეთ ინიციატივას დაატარებს. ასეთია დღევანდელი რეალობა. თუ რამეს დავაშავებ, შეიძლება ეს საკითხი დადგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო გადაყენების საკითხს ორი დღის წინ უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შეეხო. მან არ გამორიცხა, რომ პარლამენტში შესაძლოა ეს პროცედურა დაიწყოს.

Facebook Comments

ახალი დადებული