ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმეზე 6 პირი დააკავეს

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, გაიოზ გიორხელიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

დაკავებულია შეიარაღებული თავდასხმის დროს გაიოზ გიორხელიძესთან მყოფი გიგა პეტრიაშვილი. ასევე საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები.

მკვლელობა ანტალიაში მოხდა.  გარდაცვლილს დაპირისპირება ჰქონდა ნოდარ ასოიანთან, რომელიც ნოდარ რუსტავსკის სახელით არის ცნობილი.

მათი დაპირისპირება როსტოვში გავლენების სფეროების გადანაწილებას უკავშირდებოდა. იგივე დაპირისპირებას უკავშირებენ გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთ კრიმინალურ ავტრიტეტზე, გოჩა ალფაიძეზე (ალფასონი) თავდასხმას.

Facebook Comments

ახალი დადებული