ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში – დატბორილია ქუჩები

ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა გლდანში.

დაიტბორა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. ამ ობიექტებში შევარდა წყლის ძლიერი ნაკადი. მოვაჭრეების დასახმარებლად ადგილზე მაშველები მივიდნენ და წყალი ამოტუმბეს.

ხიზანიშვილის ქუჩაზე წყლის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა ხნით ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული