ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა განვითარდეს,რაც შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში

,,საჭირბოროტო თემა-პოზიტივი: 
ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, სასტარტო კაპიტალზე წვდომის არარსებობა. ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, რაც შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში.
საბანკო სისტემა არათუ ხელს უწყობს თავისუფალ, საბაზრო პირობებში ეკონომიკის განვითარებას, არამედ, პირიქით, სერიოზულად ამუხრუჭებს ეკონომიკას. 
ბანკები მუშაობენ ზემოგებებზე, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელია იაფი ფინანსური რესურსი.
ჩვენი ქვეყნის დადებითი პოზიციონირება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, საბანკო სექტორს გზას უხსნის იაფ ფულად რესურსებზე დონორების მხრიდან. ამის მიუხედავად, ეს ფაქტორი პრაქტიკულად არ აისახება საპროცენტო განაკვეთებზე.
საბანკო სექტორი მონოპოლიზირებულია და უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბიზნესს და აღარ აძლევს მას განვითარების საშუალებას.
ამ ვითარების შეცვლისთვის იქმნება ალტერნატიული წყარო, მთავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს სასტარტო კაპიტალის რეფორმას. ამ რეფორმის ფარგლებში დამწყებ ბიზნესს ექნება წვდომა იაფ, ფულად რესურსთან, რომელიც იქნება მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტების რეალური ალტერნატივა”=წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გია ვოლსკი.

Facebook Comments

ახალი დადებული