Uncategorized

დღს რომ ვინმე იტყვის, საქართველოში მედია არაა თავისუფალიო, სიცხე უნდა გაუზომო

Nusagi

ირმა ინაშვილი “ფრიდომ ჰაუსი” -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება .

,,დღეს რომ ვინმე გაბედავს და იტყვის,- საქართველოში მედია არაა თავისუფალი, იმას მართლა სიცხე უნდა გავუზომოთ. ან “ფრიდომ ჰაუსი” რომელი მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანიზაციაა?! “ფრიდომ ჰაუსი”, როგორც წესი, სააკაშვილის რეჟიმს “აპრავებდა”.

ჩემი აზრით, ამ თემაზე ქართველმა ჟურნალისტებმა უფრო გულწრფელად და გაბედულად უნდა ისაუბრონ.

მართლა მაინტერესებს, 2004 წელს წაგვართვეს “ობიექტივი” და თითქმის 10 წელი შევალიეთ არხის დაბრუნებისთვის ბრძოლას… 40-ზე მეტი ტელეარხი ჩაიდეს ჯიბეში. მესაკუთრეებს უსწორდებოდნენ ყველა მეთოდით.

ჩვენი არხის დირექტორი ისე ცემეს, დაყრუვდა! ახლა “ფრიდომ ჰაუსი” რაში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ დღეს მედია თავისუფალი არაა და სააკაშვილის დროს დემოკრატიის ექსტაზი იყო?! კარგით, რა. სირცხვილია, მართლა. მკაფიოდ ვამბობ: დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ჟურნალისტებს არავინ ართმევს პროფესიას”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: